Sunday, November 16, 2014
ტრენინგის შეფასება
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ, ტრენინგის შედეგად მე ეფექტურად დავგეგმავ და განვახორციელებ საინტერესო პროექტებს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს ქალბატონ ლალის.
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მივიღეთ კოლეგების შეფასება და რჩევები.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, სასწავლო პროცედურებზე გადავათვალიერეთ ნიმუშები და შევარჩიეთ ჩვენთვის მისაღები ვარიანტები. დავალებად გვაქვს სახლში ვიმუშაოთ სასწავლო პროცედურებზე
Sunday, November 9, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება შეფასებაში. გავეცანით ინტელის ბიბლიოთეკაში შეფასების რუბრიკებს და ჩვენთვის გამოსაყენებელი შეფასების რუბრიკები ჩამოვტვირთეთ.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღვანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოკზე.
Saturday, November 8, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით და შევქმენით
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, შევავსეთ დროის ჩარჩო . გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთეთ google drive-ში და განვათავსეთ ბლოგზე.გავეცანით ასევე საავტორო უფლებების პრეზენტაციას.საშინაო დავალებად მოგვეცა, რომ მოვიფიქროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, შევავსეთ დროის ჩარჩო . გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთეთ google drive-ში და განვათავსეთ ბლოგზე.გავეცანით ასევე საავტორო უფლებების პრეზენტაციას.საშინაო დავალებად მოგვეცა, რომ მოვიფიქროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
თემატური კითხვები:
- რატომ არის მნიშვნელოვანი წარსულის შესწავლა?
თემატური კითხვები:
- როგორი პოლიტიკური ვითარება იყო საქართველოში XVI- XVIII საუკუნეებში?
- როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ მეფე-მთავრებს და იყო თუ არა საგარეო ფაქტორების გავლენა ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე?
- რას ნიშნავს ,,ტყვეთა სყიდვა''?
- რომელი ქართველი მეფეები ებრძოდნენ განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობას და რა ღონისძიებას მიმართავდნენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
- შესძლეს თუ არა ქართველმა მეფეემ საქართველოში ტყვეთა სყიდვის აკრძალვა?
- რა ტერმინით აღინიშნება ადამიანებით ვაჭრობა XXI საუკუნეში?
Saturday, November 1, 2014
მესამე დღის რეფლექსია
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენი თემის იდეას, ვიმსჯელეთ, შევასწორეთ და პროექტის გეგმის შაბლონზე განვათავსეთ. აგრეთვე მოვიძიეთ სტანდარტები, მოსწავლის ამოცანები განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და გვერდების ჩამატება. მოგვეცა საშინაო დავალებათ, რომ წავიკითხოთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულის პირველი აქტივობა, დავხვეწოთ მოსწავლის ამოცანები და კომენტარები დავუწეროთ კოლეგებს.
მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები
. მოსწავლეები შეძლებენ;
- დამოუკიდებლად განსაზღვრონ ისტორიული ეპოქა და გაანალიზონ როგორი პოლიტიკური ვითარება იყო საქართველოში როდესაც ხდებოდა ადამიანებით ვაჭრობა.
- გამოიკვლიონ და იმსჯელონ რა ვითარებამ განაპირობა ტყვეთა სყიდვა საქართველოში.
- გააცნობიერონ წარსულში არსებული სოციალური პრობლემები და დაუკავშირონ დღევანდელობას.
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოახდინონ სხვადასხვა ბეჭვდითი და ელქტრონულ წყაროდან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზირება, შეფასება და ორგანიზებაება.
Subscribe to:
Posts (Atom)