Sunday, October 26, 2014
მეორე დღის რეფლექსია
ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის თემა და იდეა. ვისწავლეთ კომენტარების გამოქვეყნება და პროექტებისთვის ბროშურის შექმნა.
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მიმართებაში და დავგეგმავ ეფექტურად სასწავლო პროექტს.
ჩემი პროექტის იდეა
პროექტის თემა:
ტყვეთა სყიდვა საქართველოში
პროექტის იდეა:
საქართველოში ყველამ იცის, თუ როგორ ხდებოდა წარსულში ადამიანებით ვაჭრობა-ტყვეთა სყიდვა. ეს ქართველებისათვის დიდი ტრაგედია იყო.მიუხედავად ცხოვრების პროგრესისა, დღესაც ხდება მსგავსი ქმედებები, რასაც ტრეფიკინგი ჰქვია.
პროექტის ფარგლებში კვლევის საფუძველზე მოსწავლეები გაანალიზებენ თუ რა უარყოფითი შედეგები მოუტანა საქართველოს ტყვეთა სყიდვამ და გაიაზრებენ თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თითოეული ადამიანი დღესაც. დასახავენ ალტერნატიულ გზებს, როგორ უნდა ავიცილოთ და აღვკვეთოთ მსგავსი საფრთხეები. მოსწავლეები შექმნიან ვიდეო რგოლს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ.
Saturday, October 25, 2014
პირველი დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით intelis პროგრამას, intelis სახელმძღვანელოს, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას და პროექტების მონახაზს, პორტფოლიოს ჩეკლისტს. D დისკზე შევქმენით პორტფოლიო და ჩამოვტვირთეთ პოტფოლიოს ჩეკლისტი და 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით პროექტის დაგეგმვის შაბლონები.დავრეგისტრირდით ახალ ბლოგზე დავალება მოგვეცა მოვიფიქროთ პროექტის თემა და იდეა .
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.
Subscribe to:
Posts (Atom)