Sunday, November 16, 2014

ტრენინგის შეფასება

ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ, ტრენინგის შედეგად მე ეფექტურად დავგეგმავ და განვახორციელებ  საინტერესო პროექტებს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს ქალბატონ ლალის.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მივიღეთ კოლეგების  შეფასება და რჩევები.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, სასწავლო პროცედურებზე გადავათვალიერეთ ნიმუშები და შევარჩიეთ ჩვენთვის მისაღები ვარიანტები. დავალებად გვაქვს სახლში ვიმუშაოთ სასწავლო პროცედურებზე

Sunday, November 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება შეფასებაში. გავეცანით ინტელის ბიბლიოთეკაში შეფასების რუბრიკებს და ჩვენთვის გამოსაყენებელი შეფასების რუბრიკები  ჩამოვტვირთეთ.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღვანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოკზე.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, November 8, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით და შევქმენით
 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, შევავსეთ დროის ჩარჩო . გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია,  ავტვირთეთ google drive-ში და განვათავსეთ ბლოგზე.გავეცანით ასევე საავტორო უფლებების პრეზენტაციას.საშინაო დავალებად მოგვეცა, რომ მოვიფიქროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:


  • რატომ არის  მნიშვნელოვანი წარსულის შესწავლა?


თემატური კითხვები:


  • როგორი პოლიტიკური ვითარება იყო   საქართველოში  XVI- XVIII საუკუნეებში?
  • როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ მეფე-მთავრებს და იყო თუ არა საგარეო ფაქტორების გავლენა ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე?
შინაარსობრივი კითხვები:

  • რას ნიშნავს ,,ტყვეთა სყიდვა''?
  • რომელი ქართველი მეფეები ებრძოდნენ განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობას და რა ღონისძიებას მიმართავდნენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
  • შესძლეს  თუ არა ქართველმა მეფეემ საქართველოში ტყვეთა სყიდვის აკრძალვა?
  • რა ტერმინით  აღინიშნება ადამიანებით ვაჭრობა XXI საუკუნეში?

Saturday, November 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენი თემის იდეას, ვიმსჯელეთ,  შევასწორეთ და პროექტის გეგმის შაბლონზე განვათავსეთ. აგრეთვე მოვიძიეთ  სტანდარტები, მოსწავლის ამოცანები  განვათავსეთ  ჩვენს ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის  ფონის შეცვლა და  გვერდების  ჩამატება. მოგვეცა საშინაო დავალებათ, რომ წავიკითხოთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულის პირველი აქტივობა, დავხვეწოთ მოსწავლის ამოცანები და კომენტარები დავუწეროთ კოლეგებს.

მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები

           . მოსწავლეები შეძლებენ;

  • დამოუკიდებლად  განსაზღვრონ ისტორიული ეპოქა და გაანალიზონ  როგორი პოლიტიკური ვითარება იყო  საქართველოში როდესაც  ხდებოდა ადამიანებით ვაჭრობა.
  • გამოიკვლიონ  და იმსჯელონ  რა ვითარებამ განაპირობა ტყვეთა სყიდვა საქართველოში.
  • გააცნობიერონ წარსულში არსებული სოციალური პრობლემები  და დაუკავშირონ დღევანდელობას.
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოახდინონ სხვადასხვა ბეჭვდითი და ელქტრონულ წყაროდან მიღებული  ინფორმაციის სისტემატიზირება,  შეფასება და ორგანიზებაება.

Sunday, October 26, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის თემა და იდეა. ვისწავლეთ კომენტარების გამოქვეყნება და პროექტებისთვის ბროშურის შექმნა.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მიმართებაში და დავგეგმავ ეფექტურად სასწავლო პროექტს.

ჩემი პროექტის იდეა



პროექტის თემა:

ტყვეთა სყიდვა საქართველოში

პროექტის იდეა:

 საქართველოში ყველამ იცის, თუ როგორ ხდებოდა წარსულში ადამიანებით ვაჭრობა-ტყვეთა სყიდვა. ეს ქართველებისათვის დიდი ტრაგედია იყო.მიუხედავად ცხოვრების პროგრესისა, დღესაც ხდება მსგავსი ქმედებები, რასაც ტრეფიკინგი ჰქვია.
 პროექტის ფარგლებში  კვლევის საფუძველზე მოსწავლეები გაანალიზებენ თუ რა უარყოფითი შედეგები მოუტანა საქართველოს  ტყვეთა სყიდვამ და გაიაზრებენ თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თითოეული ადამიანი დღესაც. დასახავენ ალტერნატიულ გზებს, როგორ უნდა ავიცილოთ და აღვკვეთოთ მსგავსი საფრთხეები. მოსწავლეები შექმნიან ვიდეო რგოლს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით intelis პროგრამას,   intelis სახელმძღვანელოს, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას და პროექტების მონახაზს, პორტფოლიოს ჩეკლისტს. D დისკზე შევქმენით პორტფოლიო და ჩამოვტვირთეთ პოტფოლიოს ჩეკლისტი და 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით პროექტის დაგეგმვის შაბლონები.დავრეგისტრირდით ახალ ბლოგზე დავალება მოგვეცა მოვიფიქროთ პროექტის თემა და იდეა .
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.